ხუან კუადრადო, მარკო ვან გინკელი, მოჰამედ სალაჰი, მარიო პაშალიჩი, ნათან ეიკი, ლუკას პიაცონი, ვიკტორ მოზესი – ეს მცირედი ჩამონათვალია იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც კონტრაქტით ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში არიან, მაგრამ იჯარით სხვადასხვა გუნდებში ირჯებიან. ჯამში ჟოზე მოურინიოს ასეთი მეტ-ნაკლებად ცნობადი 33 ფეხბურთელი ჰყავს.
მოკლედ, “ჩელსი” კიდევ სამი გუნდის მოედანზე გაყვანას თავისუფლად შეძლებდა...