გასულ ზაფხულს ბელგიის მოქმედ ჩემპიონ “გენტში” ჩარიცხული ქართველი ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე ვარჯიშს ერთ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ მოთამაშემ “საბურთალოს” პრესსამსახურთან საუბრისას განაცხადა. ახალგაზრდა მცველმა ტრავმა “გენტისა” და ბრიუსელის “ანდერლეხტის” ახალგაზრდული გუნდების მატჩის პირველ ტაიმში მიიღო, თუმცა როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, “საბურთალოს” ყოფილი მცველი ჯერჯერობით “გენტის” დუბლშემადგენლობაში ირჯება.