ლიტვის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა ევრობასკეტ -2015-თვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ლიტვის 12-კაციანი შემადგენლობა: მარტინას კალნიეტისი, რობერტას იავტოკასი, რენალდას სეიბუტისი, პაულას იანკუნასი, ლუკას ლეკავიუჩუსი( ხუთივე “ჟალგირისი”), არტურას მილანკნისი (“უნიქსი”), იონას მაჩულისი (“რეალი”), მინდაუგას კუზმინსკასი (“უნიკახა მალაგა”), დეივიდას გაილუსი (“ლიეტივოს რიტასი”), დომანტას საბონისი, იონას ვალანჩუნასი (“ტორონტო რეპტორსი”), ანტანას კავალიაუსკასი (“ლიეტივოს რიტასი”).
ლიტვა D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩეხეთის, უკრაინის, ბელგიის, ესტონეთის და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.