ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ბონერა კარიერას ესპანურ “ვილიარეალში” გააგრძელებს. ამის შესახებ “ყვითელი სუმბარინას” ვებგვერდი იტყობინება. 34 წლის მცველი “ელ მადრიგალზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და იქ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება.
ბონერა ბოლო 10 წლის განმავლობაში “მილანში” თამაშობდა, ხოლო ივლისის თვეში გუნდი დატოვა. გასულ სეზონში მან 16 შეხვედრა ჩაატარა.