ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტმა ტურინის “იუვენტუსმა” უეფაში განაცხადი გააგზავნა. მასიმილიანო ალეგრის კონტინენტის უპირველეს საკლუბო ტურნირზე შემდეგი ფეხბურთელებით მოუწევს გამოსვლა:
1 ბუფონი, 3 კიელინი, 4 კასერესი, 6 ხედირა, 7 ძაძა, 8 მარკიზიო, 9 მორატა, 10 პოგბა, 11 ერნანესი, 12 სანდრო, 15 ბარძალი, 16 კუადრადო, 17 მანჯუკიჩი, 18 ლემინა, 19 ბონუჩი, 21 დიბალა, 24 რუგანი, 25 ნეტო, 26 ლიხტშტაინერი, 27 სტურარო, 33 ევრა, 37 პერეირა, 38 აუდერო.
შეგახსენებთ, “ბებერი ქალბატონი” რთულ ჯგუფში მოხვდა და “მანჩესტერ სიტისთან”, “სევილიასა” და მიონხენგლადბახის “ბორუსისათან” პაექრობებში მოუწევს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა. სასტარტო მატჩს ალეგრის შეგირდები 15 სექტემბერს მანჩესტერში, იქაურ “სიტისთან” ჩაატარებენ.