“რომას” ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კევინ სტროოტმანმა სერია A-ს წინა გათამაშება ტრავმის გამო პრაქტიკულად გამოტოვა (მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა) და ახალი სეზონის გვარიანი ნაწილიც მის გარეშე ჩაივლის. ბენილუქსელს მარცხენა მუხლის ოპერაცია გაუკეთდა.
“კევინს ქირურგებმა ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. სტროოტმანი ორთვიან აღდგენით პროცესს გაივლის და ამის შემდეგ ინტენსიურ წვრთნას შეუდგება”, - ნათქვამია რომაელთა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.