ჭიდაობა

1:24 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

7-12 სექტემბერი: მსოფლიო ჩემპიონატი ლას-ვეგასში

რევაზ მინდორაშვილმა და ბეგი დარჩიამ დაასახელეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ნაკრებების შემადგენლობები 7-12 სექტემბერს კაზინოების დედაქალას ლას-ვეგასში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც იქნება პირველი და მთავარი საკვალიფიკაციო ეტაპი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

ყოველ ოლიმპიურ წონაში 6 საუკეთესო მოჭიდავე (თავისუფალი 57-65-74-86-97-125, ბერძნულ-რომაული 59-66-75-85-98-130) მიიღებს რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას.

თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ბექა ლომთაძე (61), ავთანდილ კენჭაძე (65), დავით ტლაშაძე (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).

მთავარი მწვთნელი: რევაზ მინდორაშვილი მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, ალექსანდრე კახნიაშვილი, ემზარ ბედინეიშვილი და არჩილ ქიტიაშვილი.

ბერძნულ-რომაული: მურად მიქელაძე (59), შმაგი ბოლქვაძე (66), გოგა აფრიამაშვილი (71), ზურაბ დათუნაშვილი (75), ლაშა გობაძე (80), მათე სოფაძე (85), მიხეილ ქაჯაია (98), იაკობ ქაჯაია (130).

მთავარი მწვთნელი: ბეგი დარჩია. მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი, ჯემალ ბაკურაძე, აკაკი ჩაჩუა.

7 სექტემბერი - ბერძნულ-რომაული 66-75-98 კგ

8 სექტემბერი - ბერძნულ-რომაული 59-71-80-130 კგ

9 სექტემბერი - ბერძნულ-რომაული 85 კგ, ქალთა ჭიდაობა 48-53-69 კგ

10 სექტემბერი - თავისუფალი 65 კგ, ქალთა ჭიდაობა 48-53-69 კგ

11 სექტემბერი - თავისუფალი 61-86-97 კგ

12 სექტემბერი - თავისუფალი 57-70-74-125 კგ

www.wrestling.ge

0.115969