ფეხბურთი

1:22 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანტონი მარტიალი "წითელი ეშმაკი" და რეკორდსმენია

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფრანგული "მონაკოს" ნიჭიერი ფეხბურთელი ანტონი მარტიალი შეიძინა. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ვებგვერდი გვამცნობს. 19 წლის თავდამსხმელმა “იუნაიტედთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

ფრანგი შემტევის ყიდვა მანკუნიანელებს 50 მილიონი ევრო დაუჯდათ. ასეთი ოდენობის თანხა კი მარტიალის ასაკის მქონე ფეხბურთელში აქამდე არ გადახდილა.

“მონაკოს” ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს მადლობას მოვახსენებ. პრემიერლიგაში თამაში ყოველთვის მინდოდა. დიდ გუნდში ასპარეზობა კი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნებაა”, - თქვა მარტიალმა.

თავის მხრივ, ფეხბურთელზე მანჩესტერელთა თავკაცმა ლუის ვან გაალმაც ისაუბრა:

“ჩვენ მას კარგა ხანს ვაკვირდებოდით. ანტონი ახალგაზრდა და ნიჭიერი თავდამსხმელია, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს”, - დასძინა ჰოლანდიელმა.

ანტონი მარტიალი “მონაკოში” 2013 წელს ჩაირიცხა და “თავადების” რიგებში 70 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა. 28 აგვისტოს კი იგი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად იქნა მიწვეული.

თეგებიმანჩესტერი
0.136044