ფეხბურთი

20:57 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “რეზის ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას სიტყვით გამოვიდა შოთა არველაძე.

“რატომ უნდა იყოს რეზი ფედერაციის პრეზიდენტი? იმიტომ, რომ ყველას ჯობია. იმიტომ, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს” – განაცხადა შოთა არველაძემ.

“რეზიმ ზუსტად იცის რისი მეთაური ხდება. მას კარგად ესმის პასუხისმგებლობის სიმძიმე და სირთულე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვაწუხებენ აქედან და იქიდან, მაგრამ ალბათ ნებისმიერ უნამუსო საქციელზე შეიტყობს საზოგადოება” – აღნიშნა შოთამ.

შეგახსენებთ, რევაზ არველაძემ საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” მოაწყო.

0.118292