სხვა

13:26 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის კომუსუბის წოდება მიეკუთვნა!

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ სეკიტორ ლევან გორგაძეს კომუსუბის წოდება მიეკუთვნა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ნაგოიაში გამართულ ბაშოზე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა 8 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა, რაც სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) აღსაზევებლად საკმარისი აღმოჩნდა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უკუსვლა შეეხო თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც გაგამარუს შიკონათი ასპარეზობს. ქართველმა გოლიათმა ნაგოიაში 9 მარცხის წილ მხოლოდ 6 გამარჯვება იზეიმა და დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდება აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირეობაზე გაცვალა.

23 წლის მონღოლმა ტერუნოფუჯიმ პირველად კარიერაში იოკოძუნებთან ყველაზე ახლოს მდგარი აღმოსავლეთის ოძეკის ტიტული მიიღო, საიდანაც იაპონელი კისენოსატო ჩამოაქვეითა.

ოძეკის წოდებით იასპარეზებენ გოეიდო და კოტოშოგიკუც, იოკოძუნების ტიტულს კი კვლავაც ჰაკუჰო, კაკურიუ და ჰარუმაფუჯი იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო აკი ბაშოს 13-27 სექტემბერს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.

0.114717