ჭადრაკი

12:30 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების საწვრთნელი შეკრება. 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულებს სასტუმრო “ვილა მთაში” მასპინძლობს.

საქართელოს ქალთა ნაკრები ნოემბერში ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დაგეგმილი ევროპის გუნდური ჩემპიონატისათვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და მერი არაბიძე.

შეკრებაზე იმყოფება სალომე მელიაც, რომელიც მალე დედა გახდება და ამ საპატიო მიზეზის გამო, დროებით ვერ მიიღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირებში.

ჩვენი ჩემპიონები საერთაშორისო დიდოსტატების – ელიზბარ უბილავასა და დავით ჯოჯუას დახმარებით, ნაყოფიერად მუშაობენ.

0.150672