ესპანურმა “ბეტისმა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარემარბ ხოაკინის დაბრუნება მოასწრო, რომელიც “ფიორენტინას” მთელი ზაფხული თხოვდა, რომ სევილიურ კლუბში გაეშვათ.
“ბეტისის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხოაკინი სევილიელთა რიგებში 2000-2006 წლების სეზონებში თამაშობდა და 218 მატჩში 31 გოლი გაიტანა.
ასევე, “ბეტისმა” “ნორვიჩიდან” თავდამსხმელი რიკი ვან ვოლფსვინკელი დაიმატა, რომელიც ესპანეთში მიმდინარე სეზონს იჯარით გაატარებს.