ფეხბურთი

10:29 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიამ ვან გაალის ფილოსოფია ჩემთვის უცხოაო

პარიზის პსჟ-ს არგენტინელმა ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ ESPN-ის კორესპონდენტთან საუბრისას დაადასტურა, რომ გასულ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედი” ოლდ ტრაფორდელთა ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის გამო დატოვა.

“ვან გაალს სპეციფიკური საფეხბურთო ფოლოსოფია აქვს, რომელიც ჩემთვის უცხოა. ჰოლანდიელთან თანამშრომლობისას პრობლემები მქონდა, რის გამოც საბოლოოდ “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება განვიზრახე. რამდენიმე თვის წინათ ვესაუბრე ლორან ბლანს და მან პსჟ-ში იმავე პოზიციაზე თამაში შემომთავაზა, რომელზეც მადრიდის “რეალში” გამოვდიოდი. სწორედ ამან განაპირობა ჩემი პარიზში გადასვლა”.

0.06967