ფეხბურთი

9:55 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვანდერლეი ლუშემბურგო – მეორე დათხოვნა სეზონში

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვანდერლეი ლუშემბურგო მიმდინარე სეზონში დამრიგებლის პოსტიდან მეორედ დაითხოვეს. სეუ ვანდერლეის დამოძღვრილმა “კრუზეირომ” ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში “სანტოსთან” 0:1 დათმო, რის შემდეგაც პირველობის მოქმედი გამარჯვებული მეთექვსმეტე პოზიციამდე დაეშვა. ამის გამო კრუზეიროელთა ხელმძღვანელობამ ლუშემბურგოს კარისკენ მიუთითა.

სეზონის დასაწყისში გამოცდილი სპეციალისტი “ფლამენგოდან” გაუშვეს და რამდენიმე დღეში “კრუზეიროს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამჯერად ლუშემბურგოსა და “კრუზეიროს” თანამშრომლობა წარუმატებელი გამოდგა. არადა, 2002 წელს სეუ ვანდერლეიმ კრუზეიროელებს ბრაზილიისა და მინეიროს შტატის პირველობა, აგრეთვე ქვეყნის თასი მოაგებინა.

0.11342