ზედ სატრაფსფერო ფანჯრის მიხურვის წინ “რომამ” არგენტინის “ნიუელს ოლდ ბოისის” 18 წლის ესეკიელ პონსესთან გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი. დედაქალაქელ “მგლებს” უნიჭიერესი პატაგონიელი თინეიჯერის შესყიდვა 4.2 მილიონი ევრო დაუჯდათ.
პონსე რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” 2020 წლის ზაფხულამდე იბურთავებს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ესეკიელმა უკვე მოასწრო არგენტინელი გულშემატკივრებისა და სპეციალისტების ყურადღების მიპყრობა და ამჯერად “ძველ კონტინენტზე” მოუწევს თავის გამოჩენა და ოსტატობის შემდგომი ზრდა. თავდამსხმელის ამპლუაში პონსემ ოლდ ბოისელთა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 31 მატჩის ჩატარება მოასწრო და მის აქტივში 5 გოლთან ერთად 3 შედეგიანი გადაცემაცაა.