ფეხბურთი

22:04 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედმა” ჩიჩარიტო გაასხვისა

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ხავიერ ერნადესი კარიერას ლევერკუზენის “ბაიერში” გააგრძელებს. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 27 წლის მექსიკელი “ბაი არენაზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

გასული სეზონი მან იჯარით მადრიდის “რეალში” გაატარა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მადრიდელთა რიგებში ჩიჩარიტომ ლა ლიგაში 23 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა. “მანჩესტერში” კი იგი 2010 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა.

0.118492