“ნიუ ორლეანის” ცენტრმა ენტონი დევისმა განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან არ აპირებს პერიმეტრიდან სროლაზე იყოყმანოს.
“მინდა ჩემი თამაში მრავაფეროვანი გავხადო. ფარქვეშ თამაში მიყვარს, მაგრამ თუ სამქულიანის სროლის საშუალება მექნება, აუცილებლად ვისვრი”- განაცხადა დევისმა.
ენტონი დევისი ის იშვიათი ცენტრია, რომელიც საჯარიმოებს და საშუალოს კარგად ესვრის. 2013-14 წელს 3-ქულიანებს 22 პროცენტით ესროდა.
დევისი 3-ქულიანებს ისვრის:
https://www.youtube.com/watch?v=7Nz3k2w8hqo