პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-4 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის “ჩელსის” მძლეველი “კრისტალ პალასი” სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.
სიმბოლურში “ვესტ ჰემის”, “მანჩესტერ სიტის” და “საუთჰემპტონის” ორ-ორი ფეხბურთელი მოხვდა, “ვესტ ბრომვიჩი” და “ასტონ ვილა” კი თითო-თითო მოთამაშითაა წარმოდგენილი.
პრემიერლიგის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ალექს მაკკარტი (“კრისტალ პალასი”)
მცველები: ბაქარი სანია (“მანჩესტერ სიტი”), ჟოელ უორდი (“კრისტალ პალასი”), კრეიგ დოუსონი (“ვესტ ბრომვიჩი”), აარონ ქრისუელი (“ვესტე ჰემი”).
ნახევარმცველები: ბაკარი საკო (“კრისტალ პალასი”), სადიო მანე, დუსან ტადიჩი (ორივე “საუთჰემპტონი”), სკოტ სინქლერი (“ასტონ ვილა”)
თავდამსხმელები: დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”)