ფეხბურთი

16:03 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას სამი ვარიანტი: “ფროზინონე”, “ბოლონია”, “ემპოლი”

იტალიური calcionews24.com-ის ინფორმაციით, ქართველ შემტევ ნახევარმცველ გიორგი ჭანტურიას კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი აქვს.

კერძოდ, 22 წლის ფეხბურთელის შეძენა “ფროზინონეს”, “ბოლონიასა” და “ემპოლის” სურთ.

calcionews24.com-ი იუწყება, რომ მიმდინარე წლის ივლისში ჭანტურიას “ვერონაში” დარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ მხარეები კონტრაქტის ეკონომიკურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

ამჟამად, ჭანტურია თავისუფალი აგენტია და ზემოთ ჩამოთვლილი კლუბებიდან რომელიმეს მისი უფასოდ შეძენა შეუძლია.

0.115844