ფეხბურთი

11:50 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლინის” თავკაცმა კობახიძეს ნაკრებიდან დაბრუნება არ ურჩია

ლუცკის “ვოლინის” მთავარ მწვრთნელი ვიტალი კვარციანი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურში დონეცკის “ოლიმპიკთან” მატჩის (1:0) მე-20 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა შეცვლა მოითხოვა.

ლუცკელთა თავკაცმა შეხვედრის მერე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კობახიძეს ურჩია საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებიდან ლუცკში აღარ დაბრუნებულიყო.

“შარპარი? ის თავისი სათამაშო მანერით ყოველთვის მომწონდა. იგი უნივერსალური ფეხბურთელია. ჩვენი ყველა თავდამსხმელი ჯერჯერობით გამოჯანმრთელების პროცესშია და ამიტომ, მას თავდამსხმელად თამაში ვთხოვე. ის მაინც უკან იხევდა და კობახიძეს ენაცვლებოდა. შემდეგ, სანდრო დაიმტვრა. მითხრა, რომ ბარძაყის უკანა კუნთი დაეჭიმა. მე მას ვუთხარი, რომ ნაკრებიდან ჩვენთან აღარ დაბრუნდეს”, – იუწყება კვარციანის სიტყვებს ინტერნეტპორტალი eurofootball.ru.

0.118543