ფეხბურთი

0:03 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას წარმატებული დებიუტი და გრიგალავას გოლი

ნიქოზიის "აპოელის" მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, რომელიც წარმატებული გამოვიდა. კვიპროსის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე "პაფოსი" 6:2 გაანადგურა. "აპოელის" მხრიდან დუბლით გამოირჩნენ ფერნანდო კავენაგი და ოლივეირა, ხოლო თითოჯერ დე ვინსენტიმ და ხარალამბიდისმა იხეირეს. სტუმართა შორის კი 89-ე წუთზე თავის გამოჩენა ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ შეძლო, ვინაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. გარდა ამისა, გია 41-ე წუთზე გააფრთხილეს. მის მსგავსად თავიდან ბოლომდე ითამაშეს როინ კვასხვაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა. ნიკოლოზ გელაშვილი კი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.

კვიპროსის ჩემპიონატში "აპოელს" ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო "პაფოსი" 0 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.115605