“დორტმუნდმა” ბუნდესლიგის მესამე ტურშიც მოიგო, “ჰერტასთან” 3:1-ის შემდეგ თომას ტუხელის გუნდი ისევ ლიდერია. საოცარ ფორმაშია რურის კლუბი. ზაფხულიდან მოყოლებული, 9 ოფიციალური მატჩიდან ყველა მოიგო, გაიტანა 36 გოლი და გაუშვა მხოლოდ 8. ანუ, დორტმუნდელებს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4 გოლი გააქვთ.
აბა, ასეთ ფორმაში მყოფი გუნდისთვის “ჰერტას” რა უნდა მოეხერხებინა? მხოლოდ სოლომონ კალუს გოლს გამორჩა. ჰუმელსმა, ობამიეანგმა და ბოლოს ექს-ჰერტელმა ადრიან რამოსმა დედაქალებს გაუტანეს და ცხრილის შუაში დატოვეს. დორტმუნდელთაგან უგოლოდ დარჩნენ მარკო როისი და ჰენრიკ მხითარიანი, თუმცა სომეხმა ბოლოს საგოლე პასი მაინც მიითვალა.
თომას ტუხელის გუნდი ის თამაშობს, ბევრს იურგენ კლოპი დაავიწყა კიდეც.
“ვერდერმა” კი საშინელ ფორმაში მყოფი “გლადბახი” გამოიჭირა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა – 2:1. საინტერესოა, რა უნდა ქნას “გლადბახმა” ჩემპიონთა ლიგაში, თან ჯგუფშიც რომ არ გაუმართლა... “იუვენტუსი”, “სევილია” და “მანჩსტერ სიტი” ჰყავს მეტოქეებად. ლუსიენ ფავრის გუნდი ბოლო ადგილზეა. ასე თუ დააკლდებოდათ კრუზე და კრამერი, ვინ იფიქრებდა...
დორტმუნდი-ჰერტა 3:1 (1:0)
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, ჰუმლსი, სოკრატისი, შმელცერი, გიუნდოგანი (ადრიან რამოსი 79), ვაიგლი, კაგავა, მხითარიანი, როისი (პიშჩეკი 79), ობამეიანგი (ჰოფმანი 71)
მწვრთნელი: თომას ტუხელი
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პეკარიკი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, დარიდა, ჰარაგუჩი, ვან დერ ბერგი (კალუ 71), შტოკერი (ვაიზერი 46), შკიელბრედი (ბაუმიოჰანი 58)
მწვღთნელი: პალ დარდაი
გოლები: 1:0 ჰუმელსი (27), 2:0 ობამეიანგი (51), 2:1 კალუ (79), 3;1 რამოსი (90)
გაფრთხილება: ვან დერ ბერგი (45), ვაიზერი (50)
მსაჯი: ვინკმანი
ბურთის ფლობა: 59-41, დარტყმა: 15 (6) – 4 (4), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 15-11
ვერდერი-გლადბახი 2:1 (1:1)
ვერდერი: ვიდვალდი, ფრიტცი, სანტიაგო გარსია, ულისეს გარსია (კროოსი 77), ლუკიმია, ვესტერგარდი, ბარგფრედე, იუნუზოვიჩი (გალვესი 86), გაბრე-სელასი, უჯა, იოჰანსონი (ბარტელსი 70)
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
გლადბახი: ზომერი, ბრაუერსი, იანჩკე, ვენდტი, შულცი, თორგან აზარი, ჰერმანი (ჰანი 72), ნორდვაიტი (დაუდი 69), შტინდლი, რაფაელი (დრმიჩი 81), ჯაკა
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლები: 1:0 იოჰანსონი (39 პენ), 1:1 შტინდლი (45), 2:1 ვესტერგარდი (53)
88-ე წუთზე ფელიქს კროოსმა (ვერდერი) ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: ჯაკა (24, 87), სანტიაგო გარსია (30), ულისეს გარსია (62), ნორდბაიტი (66), ვიდვალდი (90)
გაძევება: ჯაკა (87)
მსაჯი: ცვაიერი
ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 22 (6) – 9 (5), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-4, ჯარიმა: 16-17
გიორგი იმერლიშვილი