საქართველოსა და ამერიკის სტუდენტური ლიგის გასული წლის ოთხთა ფინალისტის, მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდ “სპარტანსის“ მატჩი თბილისის დრით 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით იხილავთ.
ეს გახლავთ იტალიის ქალაქ ტრიესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ბოლოსწინა მატჩი. საქართველო-მიჩიგანის შემდეგ გაიმართება იტალიისა და რუსეთის მატჩი, რომლის გამარჯვებულიც ტურნირზე პირველ ადგილს დაიკავებს. იტალიამაც და რუსეთმაც მანამდე გამართული ორივე შეხვედრა მოიგეს.
წინა მატჩებისგან განსხვავებით, საქართველო-მიჩიგანის მატჩში თითო გუნდს განაცხადში 14 მოთამაშე იქნება – ეს გუნდების შეთანხმების საფუძველზე მოხდა. შესაბამისად, დღეს საქართველოს ნაკრების თოთხმეტივე მოთამაშე მოედანზე გასასვლელად მზად იქნება.
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში ცვლილებაა. ბექა ბურჯანაძის ნაცვლად სასტარტოში ადგილს თორნიკე შენგელია დაიკავებს.
სასტარტო ხუთეული: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია.
მატჩის ლაივ-ნგარიშის თვალ-ყურის დევნება შეგეძლებათ შემდეგ ბმულზე: http://www.fibalivestats.com/u/FIP/138948/
www.gbf.ge