“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა “სან სიროზე” “ემპოლისთან” მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ განრისხებული გახლდათ. სერბი სპეციალისტის განცხადებით მისი გუნდის ფეხბურთელები მოედანზე შეშინებულები მოქმედებდნენ და რომ არა ზაფხულში დამატებული ფეხბურთელები, მისი გუნდი წააგებდა.
“ჩემ ფეხბურთელებს დაძაბულობა და შიში შევატყე. მათ ინდივიდუალურობა აკლდათ. შევხედრა მოვიგეთ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, მატჩი წავაგეთ. გასულ სეზონში “ემპოლისთან” დაპირისპირება შეიძლება წაგვეგო, მაგრამ წელს ორი ფორვარდის (ადრიანო და ბაკა) წყალობით მოვიგეთ, რომლებმაც მომენტები ინდუვიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნეს.
წინასასეზონო მომზადება კარგად გავიარეთ, მაგრამ გამოჩნდა, რომ ახლიდან მომიწევს მუშაობა. განვლილ შეხვედრაში მეკარე დიეგო ლოპესი უფრო მეტჯერ შეეხო ბურთს, ვიდრე ნახევარმცველი, ეს კი სწორი არაა. ფეხბურთელებმა იციან, რომ არა გუნდური თამაშით, არამედ ორი ფორვარდის წყალობით მოიგეს.” – განაცხადა სინიშა მიხაილოვიჩმა.
“ემპოლისთან” დაპირისპირებაში ანგარიში კარლოს ბაკამ მე-16 წუთზე გახსნა. 4 წუთში საპონარამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი ლუის ადრიანო 69-ე წუთზე გაიტანა.