ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ ფელიპე ლუისის ნაცვლად ნაკრებში მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო გამოიძახა.
ბრაზილიელები 6 და 9 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრებს კოსტა რიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამართავენ.