ფეხბურთი

2:37 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ადვილად მოიგო, "ბარსამ" - მძიმედ (+VIDEO)

მადრიდის “რეალმა” სევილიის “ბეტისს” შავი დღე აყარა. რაფა ბენიტესის გუნდმა წინა ტურში ხიხონის “სპორტინგთან” ორი ქულა დაკარგა და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტირება სრულად მოახერხა. “სამეფო გუნდმა” 5 გოლი გაიტანა, ერთი ამდენიც უნდა შეეგდო. გოლები კი ლამაზი გამოვიდა. განსაკუთრებით, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი გამოირჩა. ჩინებული ჯარიმა, მოხდენილი “მაკრატელა” და საგოლე პასი ასეთი იყო ხამესის მონაგარი. ურიგოდ, არც გარეთ ბეილი გარჯილა – უელსელმა სევილიელთა რბევა მე-2 წუთზე ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დაიწყო და ბოლოსწინა წუთზე შორეული გასროლით დაასრულა. თავის გამოჩენა არც ქარიმ ბენზემასა და კეილორ ნავაას დავიწყებიათ – ფრანგმა გაიტანა, კოსტარიკელმა რუბენ კასტროს მშვენიერი პენალტი აუღო. მოკლედ, “რეალმა” ახალ სეზონში კლანჭები პირველად გამოაჩინა...

მორიგი სამი ქულა მოიპოვა “ბარსელონამ”. კატალონიელებს ერთი გოლი ამჯერადაც ეყოთ. გოლი, რომლის გატანა ლუის ენრიკეს შეგირდებს “მალაგასთან” მატჩში ერთობ მოუგვიანდათ – ტრავმებით გატანჯულმა ტომას ვერმაელენმა ერთი შეხებით 75-ე წუთზე სამქულიანი დარტყმა შეასრულა. “ბარსა” ბოლო წუთზე ქულების დაკარგვას გადაურჩა, თუმცა სტუმარ ფორვარდს გასატანად ან კლასი არ ეყო, ან ვერ დაიჯერა, რომ ამის გაკეთება შეეძლო... ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანდალუზიელთა კამერუნელმა კარის დარაჯმა, იდრის კამენიმ ახალგაზრდობა გაიხსენა და კატალონიელებს ბევრი საგოლე ეპიზოდი ჩაუშალა...

ადვილად მოიგო ვიგოს “სელტამ”. “ბალაიდოსზე” ჩასული “რაიო ვალეკანო” უკვე დასაწყისშივე კაცნაკლული და ანგარიშში ჩამორჩენილი დარჩა და ნათელი იყო, რომ “სელტა” სამ ქულას ადვილად ირგუნებდა. მასპინძელთა ლიდერი ნოლიტო კი დუბლით გამოირჩა.

II ტურის დღევანდელი სათამაშო დღე სან სებასტიანში, “ანოეტაზე” დაიწყო, სადაც “სოსიედადმა” და “სპორტინგმა” გოლები ვერ გაიტანეს. ხიხონელებს ლა ლიგაში უკვე 180 წუთია გოლი ვერ გააქვთ, თუმცა არც უშვებენ...

“სოსიედადი” – “სპორტინგი” 0:0 (0:0)

სან სებასტიანი, “ანოეტა”

მაყურებელი: 22.487

“სოსიედადი” (4-2-3-1): რული; მარტინესი, რეიესი, დე ლა ბელა, ელუსტუნდო; ილარამენდი (ბერგარა 75), ბრუმა (კასტრო 71); ჩაბი პრიეტო (კანალესი 71), ველა, რუბენ პარდო; ჯონათასი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

“სპორტინგი” (4-4-2): კუელაარი; ერნანდესი, ბერნარდო, ლორა, ისმა ლოპესი; დიასი (მასკარელი 68), კასესი, კარმონა (ჰალილოვიჩი 57), ჯონი; გერერო (მუნისი 77), სანაბრია

მწვრთნელი: აბელარდო ფერნადესი

გაფრთხილება: ილარამენდი (25), ელუსტუნდო (59), დე ლა ბელა (62), ბერგარა (90) – ლორა (25), დიასი (34), ჯონი (84), კუელაარი (85), ჰალილოვიჩი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (1) – 7 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: სანჩეს მარტინესი

“ბარსელონა” – “მალაგა” 1:0 (0:0) (VIDEO)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 80.812

“ბარსელონა” (4-3-3): ბრავო; რობერტო, მასკერანო, ვერმაელენი (მატიე 90), ალბა; რაკიტიჩი (რაფინია 63), ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი (რამირესი 87)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“მალაგა” (4-2-3-1): კამენი; როსალესი, ანჯელერი, ველინგტონი (ალბენტოსა 25), ტორესი; ტისონე, რესიო; ჰორტა (ხუანპი 75), ამრაბატი (ჩარლესი 54), კარლოსი; კოპი

მწვრთნელი: ხავი გარსია

გოლი: 1:0 ვერმაელენი (73)

გაფრთხილება: რესიო (43), ტისონე (89), ტორესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (13) – 4 (1) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 15:2 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ხაიმე ლატრე

“სელტა” – “რაიო ვალეკანო” (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

მაყურებელი: 17.606

“სელტა” (4-2-3-1): ალვარესი; მალო, ფონტასი, ჯონი (პლანაში 70), კაბრალი; პაბლო ერნადესი (გუიდეტი 78), ნოლიტო; ორელიანა, ვასი (რადოია 85), ფერნადესი; ასპასი

მწვრთნელი: ედუარდო ბერიზო

“რაიო ვალეკანო” (4-2-3-1): ტონიო; მარტინესი, ქუინი, ზე კასტრო (ამაია 25), ლორენტე; ბაენა, ტრაშორასი; ბანგურა, ებერტი, ბებე (ხუან კარლოსი 10); მანუჩო (მიკუ 72)

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 ნოლიტო (11, პენ), 2:0 ნოლიტო (50), ფონტასი (88)

გაფრთხილება: ნოლიტო (41), ჯონი (68) – მანუჩო (61), ტრაშორასი (87)

გაძევება: ტონიო (9)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 3 (0) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 6:6

მსაჯი: ხუან მარტინესი

“რეალი” – “ბეტისი” 5:0 (2:0) (VIDEO)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 70.876

“რეალი” (4-2-3-1): ნავასი; დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი (კაზემირო 64), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 75); ბეილი, ხამესი, რონალდუ; ბენზემა (ისკო 53)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“ბეტისი” (4-2-3-1): ადანი; კაბრერა, მოლინერო (მოლინა 46), პიჩინი, პეცელა; სებალიოსი (დიგარი 53), ტორესი; სეხუდო, ნ’დიაიე (პეტროში 80), ვარგასი; რუბენ კასტრო

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 ბეილი (2), ხამესი (39), 3:0 ბენზემა (47), 4:0 ხამესი (49), 5:0 ბეილი (89)

გაფრთხილება: კროოსი (24), ვარანი (60) – ვარგასი (29), მოლინერო (38), ტორესი (90)

გამოუყენებელი პენალტი: რუბენ კასტრო (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (11) – 7 (1) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ალეხანდრო ერნადესი

0.468289