სუპერლიგის მონაწილე "ოლიმპმა“ ცენტრალური თავდამსხმელი მილან ოლუიჩი დაიმატა. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს“ "ოლიმპის“ მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.
ოულიჩი კარგად იცნობს ქართულ კალათბურთს, რადგან იგი რამდენიმე წლის წინ საქართველოს ექს-ჩემპიონ "დინამოში“ თამაშობდა.
რაც შეეხება "ოლიმპს“, მან ბოლო ეროვნული ჩემპიონატზე მონაწილე რვა გუნდს შორის ბოლო ადგილი დაიკავა.