იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” მოსკოვის “დინამოს” 26 წლის ნახევარმცველი უილიამ ვაინკე შეიძინა. ამის შესახებ “კორიერე დელო სპორტი” წერს. ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი რომაელებს 6 მილიონი ევრო დაუჯდათ. ვაინკეს ყიდვა რუდი გარსიას გუნდმა კევინ სტროტმანის გაუთავებელი ტრავმებითაა გამოწვეული.
ვაინკე “დინამოში” ერთი წლის წინ, ლიეჟის “სტანდარტიდან” გადავიდა. რუსულ პრემიერლიგაში კი გასულ სეზონში 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.