კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დენის სუარესი კარიერას “ვილიარეალში” გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით “სევილიაში” გაატარა, “ყვითელი სუმბარინას” რიგებში მომდევნო ოთხი სეზონი ითამაშებს.
გასულ სეზონში 21 წლის სუარესმა ლა ლიგაში 31 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.