მადრიდის “ატლეტიკომ” არგენტინელი ცენტრალური ნახევარმცველი მატიას კრანევიტერი დაიმატა.
მადრიდელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბს “რივერ პლეიტის” 22 წლის შუახაზელის სატრანსფერო უფლებების 60 პროცენტის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა.
კრანევიტერმა ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის მადრიდელებს იანვარში შეურთდება, ხოლო მანამდე “რივერ პლეიტში” ითამაშებს.