ფეხბურთი

12:18 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე და ცხადაძე ალბანეთში დამარცხდნენ

ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგის მეორე ტურში, “ფლამურტარიმ”, სადაც მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე და ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე გამოდიან, სტუმრად ტირანას “პარტიზანთან” 1:2 წააგო.

“ფლამურტარის” ორივე ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა. ფოფხაძე და ცხადაძე ალბანურ კლუბს, რომლის პირველი ქართველი ფეხბურთელი ნიკა გელაშვილი იყო, მიმდინარე ზაფხულში შეუერთდნენ. “ფლამურტარი” ორ ტურში უქულოდაა და 10 გუნდში მეშვიდეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურში, ზაპოროჟიეს “მეტალურგი” გასვლაზე დონეცკის “შახტართან” 0:2 დამარცხდა. ზაპოროჟიელებში უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ 90 წუთი იასპარეზა და 42-ე წუთზე გააფრთხილეს. “მეტალურგი” 2 ქულით 14 გუნდში მეცამეტეა.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-5 ტურში, “ფრაიბურგმა” თავის მოედანზე “ზანდჰაუზენს” 4:1 აჯობა. ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა თამაშში 81-ე წუთიდან ჩაერთო. “ფრაიბურგი” 12 ქულით 18-გუნდში მეორეა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-5 ტურში, “პარიზმა” სახლში “ბრესტს” ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლების 18-კაციან განაცხადში მარცხენა მცველი ამირან სანაია კვლავ არ იყო. “პარიზს” 7 ქულით 20 გუნდში მე-9 ადგილი უკავია.

0.125962