ამერიკის ღია ჩემპიონატის ძირითად ბადეში გასული ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფელისიანო ლოპესი იქნება. საქართველოს პირველი ჩოგანი ლოპესს მიმდინარე წლის უიმბლდონის გათამაშების მეორე წრეში შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 3:2 (7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4) დაამარცხა.
ბასილაშვილის და ლოპესის დაპირისპირება 31 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება. ნიკოლოზი მოგების შემთხვევაში 45 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს. ამ ეტაპისთვის მსოფლიოს რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 97-ე ადგილზეა, ხოლო ესპანელი მე-18 პოზიციას იკავებს.
ლოპესის და ბასილაშვილის წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე მარკო ჩეჩინატოსა და მარდი ფიშს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.