ფეხბურთი

2:30 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალს” სოლდადომ მოაგებინა (+VIDEO)

ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტური “ელ მადრიგალზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ვილიარეალმა” კატალონიური “ესპანიოლი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩი სტუმართათვის შესანიშნავად დაიწყო, მე-5 წუთზე ხერარდ მორენომ შესანიშნავი გადაცემით ფელიპე კაისედო მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც არეოლა მარტივად ჩამოიშორა და ცარიელ კარში შეაგდო ბურთი.

მასპინძლები პირველ ტაიმში კარგად ვერ გამოიყურებოდნენ. მარსელინიო ტორალის შეგირდები გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მათი შეტევები ძალიან ერთფეროვანი გახლდათ და “თუთიყუშებს” არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ლეო ბაპტიშტაოსა და მარიო გასპარის ნახევრადმომენტებს თუ არ ჩავთვლით, “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” საწყის 45 წუთში არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ.

ვალენსიელებმა მეორე ნახევარიც მძიმედ დაიწყეს და 62-ე წუთზე კინაღამ მეორე გოლი გაუშვეს – ვიქტორ ალვარესის ჩინებული გადაცემის შემდეგ ხერერდ მორენო ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა 23 წლის ფორვარდს არეოლამ აჯობა და ყოფილი გუნდის დამწუხრება ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტისთვის კატალონიელები ხუთ წუთში რობერტო სოლდადომ დასაჯა, რომელმაც ჩინებული გოლის გატანა მოახერხა. 87-ე წუთზე რობერტომ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ცვლილებაზე შემოსულ ბაკამბუს, რომელიც ასევე ბრწყინვალედ გაისარჯა და რთულ სიტუაციაში მოახერხა გოლის გატანა. 30 წლის ესპანელი ფორვარდი არც ამაზე გაჩერდა და მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ცარიელ კართან მდგომ ბაკამბუს კიდევ ერთი მშვენიერი გადაცემით დუბლი გააფორმებინა – 3:1.

სოლდადომ, რომელმაც პრემიერლიგის გასულ სეზონში “ტოტენჰემის” რიგებში სულ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ახალი კლუბის მაისურით ლა ლიგის საწყის ორ შეხვედრაში ორი გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ვილიარეალი – ესპანიოლი 3:1 (0:1) (VIDEO)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილირეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბაილი, ხ.კოსტა, გასპარი, ტრიგეირასი, პინა (დოს სანტოსი 76), კასტილიეხო (სამუელი 64), ლეივა, ბაპტიშტაო (ბაკამბუ 64).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ესპანიოლი (4-4-2): პაუ, დუარტე, რაილიო, ა.გონსალესი, არბილია, ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი, ვ.ალვარესი (ბურგუი 85), მონტანესი (ჰ.პერესი 57), ხ.მორენო, კაისედო (კანიასი 73).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 0:1 კაისედო (5), 1:1 სოლდადო (64), 2:1;3:1 ბაკამბუ (87;93).
გაფრთხილებები: ბაილი – პაუ, ხ.ლოპესი, მონტანესი, კაისედო, რაილიო, არბილია
მსაჯი: ველასკო კარბალიო

თეგებილა ლიგა
0.16722