ფეხბურთი

1:41 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მგლებს” არ ეხუმრებათ (+VIDEO)

მძიმე დარტყმა მიიღო “ვოლფსბურგმა” აგვისტოს ბოლოს და თან, სალაროც გვარიანად შეავსო: კევინ დე ბრუინი “მანჩესტერ სიტიში” მიდის, ივან პერიშიჩი “ინტერში” და წარმოიდგინეთ, ამ ორი ფეხბურთელის გარეშე დიტერ ჰეკინგის გუნდი... “შალკესთან” მატჩში არც დე ბრუინი იყო და არც პერიშიჩი, (დე ბრუინმა ტრიბუნიდან უყურა თამაშს) თუმცა “ხუმარებს” კარგი დღე არ დაადგათ. 3:0 – მასპინძლებმა სოლიდური სხვაობით იმარჯვეს და ერთი დღით ლიდერები გახდნენ.

გოლებს რაც შეეხება: ჰოლანდიელმა ბას დოსტმა ტრაშის ჩაწოდებულს ფეხი შეაგება და ერთი შეხებით გაიტანა. ლამაზი გოლი იყო. მეორე ნახევარში კი ლუის გუსტავოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი რიკარდო როდრიგესმა გამოიყენა, ხოლო ორ წუთში როდრიგესის კუთხურს ტიმ კლოზეს ეფექტური დარტყმა მოჰყვა ერთი შეხებით.

და კიდევ, ჰეკინგი ჯერჯერობით თითქმის ვერ იყენებს ანდრე შიურლეს. მსოფლიოს ჩემპიონმა ბოლო თხუთმეტიოდე წუთი ითამაშა და სულ ეს იყო...

ვოლფსბურგი-შალკე 3:0 (1:0) (VIDEO)

ვოლფსბურგი: კასტელსი, ტიმ კლოზე, ნალდო, ტრაში, როდრიგესი, გულავოგი, ლუის გუსტავო, ვიერინია, კალიჯური (შიურლე 77), მაქს კრუზე (არნოლდი 87), დოსტი (ბენდტნერი 79)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

შალკე: ფერმანი, აოგო, კოლაშინაცი, რიტერი, მატიპი, გაისი, ნოიშტადტერი, დრაქსლერი (მაქს მაიერი 73), სანე (გორეცკა 71), ჩუპო-მოტინგი (დი სანტო 59), ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლები: 1:0 დოსტი (17), 2:0 როდრიგესი (59 პენ), 3:0 კლოზე (61)

გაფრთხილება: ლუის გუსტავო (51), რიტერი (52), აოგო (73)

მსაჯი: ბრიხი

ბურთის ფლობა %: 56-44, დარტყმა: 9 (5) – 12 (1), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-2, ჯარიმა: 11-16

გიორგი იმერლიშვილი

თეგებიბუნდესლიგა
0.130826