აგვისტოს შუა რიცხვებში თბილისში მერიის თასზე იტალიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად სძლია, ამჯერად კი ეს გუნდები ტრიესტის ოთხთა შეჯიბრებაში ჩაებნენ და პირველსავე ტურში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ.
ამჯერად საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა და ბოლო წამებამდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი გახლდათ. საბოლოოდ ბედმა იტალიელებს გაუღიმა და ჩვენებს რევანშამდე მცირედი დააკლდათ 90:91.
იტალია – საქართველო 91:90 (24:19, 24:26, 23:25, 20:20)
29 აგვისტოს საქართველო რუსეთს შეხვდება.