იტალიურმა “მილანმა” სლოვაკეთის ნაკრებისა და “ჯენოას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი იურაი კუჩკა დაიმატა. ამის შესახებ “როსონერის” ვებგვერდი გვამცნობს. 28 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კუჩკა “ჯენოას” 2010 წელს პრაღის “სპარტადან” შეუერთდა. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი აქამდე 39-ჯერ უთამაშია და 4 გოლი გაიტანა.