ფეხბურთი

14:32 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ რჩეულებს უხმო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“ფურია როხა” 5 სექტემბერს სლოვაკეთს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ სტუმრად მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ესპანელ სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: იკერ კასილიასი ("პორტუ", პორტუგალია), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერი", ინგლისი), მიკელ რიკო ("სევილია").

მცველები: ხუანფრანი ("ატლეტიკო"), დანიელ კარვახალი ("რეალი"), ჟერარ პიკე ("ბარსელონა"), სერხიო რამოსი ("რეალი"), მარკ ბარტრა ("ბარსელონა"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი", ინგლისი), ჟორდი ალბა ("ბარსელონა"), ხუან ბერნატი ("ბაიერნი", გერმანია).

ნახევარმცველები: კოკე ("ატლეტიკო"), სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), ხუან მატა ("მანჩესტერი", ინგლისი), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ჩესკ ფაბრეგასი ("ჩელსი", ინგლისი), სანტი კასორლა ("არსენალი", ინგლისი), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), ისკო ალარკონი ("რეალი").

თავდამსხმელები: ვიტოლო ("სევილია"), პედრო როდრიგესი ("ჩელსი", ინგლისი), პაკო ალკასერი ("ვალენსია"), დიეგო კოშტა ("ჩელსი", ინგლისი).

0.116186