ფეხბურთი

14:13 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ქეცბაია “აპოელს” გაწვრთნის

კვიპროსული “აპოელის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ახალი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი თემურ ქეცბაია იქნება. ქართველმა სპეციალისტმა ნიქოზიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვიპროსულ გუნდს დომინგუშ პასიენსია წვრთნიდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “აპოელს” მხოლოდ რვა მატჩში უთავკაცა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “ასტანასთან” განცდილი მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა.

“აპოელი” ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ქართველი სპეციალისტის ახალი გუნდის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე დღეს გაირკვევა.

0.143417