საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “ცხინვალში” საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებმა ზურაბ ხიზანიშვილმა, ნიკა კვესკვერიმა, გოგიტა გოგუამ და ლაშა დვალმა ივარჯიშეს. როგორც worldsport.ge-ს გუნდის პრესსამსახურმა განუცხადა, ზემოხსენებული მოთამაშეები კლუბში დროებით, ნაკრების შეკრებამდე დარჩებიან.
“ჯვაროსნების” მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს სანაკრებო სია ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ნაკრებში ამ ოთხეულიდანაც ვიხილავთ ფეხბურთელებს.
კვეკსკირი და ხიზანიშვილი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ბაქოს “ინტერში” ჩაირიცხნენ, ხოლო ლაშა დვალი და გოგიტა გოგუა შესაბამისად, “ქასიმფაშადან” და “სკა ენერგიადან” წამოსვლის შემდგომ უგუნდოდ არიან.
აქვე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ “ცხინვალი” უახლოეს ხანებში კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ირკვევა, რომ იგი ეროვნული ნაკრების კანდიდატად არ მოიაზრება.