უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ევროპული საკლუბო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ საუკეთესო სამი ფეხბურთელისგან შეარჩია. ამ ჯილდოსთვის ერთმანეთს ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი ეცილებოდნენ.
საბოლოოდ, უეფას აზრით, გასულ სეზონში საუკეთესო კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი გახლდათ.