ფეხბურთი

20:45 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” ქონების გადასახადი 1000-ჯერ შეუმცირდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ქონების გადასახადი 1000-ჯერ შეუმცირდა.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ქონების გადასახადი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 50000 ლარს შეადგენდა, ზესტაფონის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი კლუბი მხოლოდ 49 ლარს გადაიხდის.

“საფეხბურთო კლუბის ქონების გადასახადი წლის განმავლობაში დაახლოებით 50000 ლარი იყო, ჩვენ შევუმცირეთ ეს გადასახადი და ფაქტობრივად სიმბოლური თანხის – 49 ლარის გადახდა მოუწევს. კლუბს შეუძლია დარჩენილი თანხა განვითარების გამოიყენოს” – განაცხადა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ ტელეკომპანია “არგოსთან” საუბარში.

აღნიშნულ თემაზე ასევე ისაუბრა “ზესტაფონის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

“თბილისის შემდეგ ზესტაფონი პირველი ქალაქია, რომელიც ამ მისასალმებელ ინიციატივას გვერდით დაუდგა. ფეხბურთი კერძო სექტორის გარეშე ვერ განვითარდება. მიღებული გადაწყვეტილება კი კერძო სექტორის ქართულ ფეხბურთში ჩართვას ხელს შეუწყობს” – აღნიშნა სერგო ფუტკარაძემ, რომელიც ტელეკომპანია “არგოსთვის” მიცემულ ინტერვიუში “ზესტაფონის” სფფ-ს წევრობის დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

“საკრებულოს სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა სფფ-ს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომლის დროსაც ს.კ. “ზესტაფონს” სფფ-ს წევრობა აღუდგა. მიუხედავად იმისა, რომ ს.კ. “ზესტაფონი” სფფ-ს მოთხოვნებს არ ეთანხმებოდა, კლუბმა შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, რადგან ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას. ამ დროს საქართველოს ორგზის ჩემპიონის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.

სფფ მაქსიმალურად ეცადა ჩვენი კლუბისთვის ხელი შეეშალა და ს.კ. “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს” – განაცხადა ფუტკარაძემ.

0.117971