ფეხბურთი

18:53 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუთიძე შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს

როგორც სფფ-ს პრესსამსახური იუწყება, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ნინო სუთიძე შესაძლოა თურქულ კლუბ “ქონაქ ბელედიესპორს” დაუბრუნდეს.

სუთიძემ თურქულ კლუბთან ერთად ვარჯიში დაიწყო, გუნდის მწვრთნელები ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კვირის ბოლოს მიიღებენ.

სუთიძე 3 სეზონის მანძილზე სწორედ “ქონაქის” მოთამაშე იყო, გასული სეზონი კი ბელარუსის “ნივა ბელკარდის” შემადგენლობაში გაატარა.

ონში დაბადებულმა 23 წლის მცველმა ფეხბურთის თამაში ხაშურის “ივერიას” ასაკობრივ გუნდში დაიწყო. 2008-10 წლებში “ნორჩი დინამოელის” ფეხბურთელი გახდა, 2010-11 წლების სეზონი ზუგდიდის “ბაიაში” გაატარა, რის შემდეგაც კარიერა თურქეთში განაგრძო.

0.10904