ფეხბურთი

18:02 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა: “ზესტაფონს” სფფ-ს წევრობა ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ აღუდგა”

გაიმართა სფფ-ს აღმასკომის სხდომა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” აღუდგა სფფ-ს წევრობის უფლება, რაც გულისხმობს მოახლოებულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვებას. ჟურნალისტებთან სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ისაუბრა.

“აღმასკომის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში თუ საფეხბურთო კლუბი დაფარავდა დავალიანებას, მას დაუბრუნდებოდა ხმის მიცემის უფლება. “ზესტაფონმა” დაფარა დავალიანება და შესაბამისად აღუდგა ხმის მიცემის უფლება. ამიტომ ვფიქრობ, როგორც პრესაში ეწერა, სამართლიანობა აღდგა.

არ ვფიქრობ, რომ “ზესტაფონმა” დავალიანება საარჩევნო ხმის მიღების გამო დაფარა. არ მგონია ვინმე ხმაზე ფიქრობდეს. ეს ნაბიჯი იყო გადადგმული ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონი იყო და საერთაშორისო სარბიელზეც წარმატებით გამოდიოდა. ვფიქრობ, დასრულდა გაუგებრობა და მოვიდა დრო კლუბმა ნორმალურად იფუნქციონიროს”, – განაცხადა სიჭინავამ.

სიჭინავას შემდეგ ჟურნალისტების წინაშე სფფ-ს გენერალური სამდივნოს განყოფილების უფროსი რევაზ შენგელია წარსდგა.

“სფფ-ს წევრობა არ ნიშნავს, რომ კლუბმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა სფფ-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში. თუ დაგვიანებული არაა, “ზესტაფონს” შეუძლია მეორე ლიგიდან დაიწყოს ასპარეზობა. ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ”, – აღნიშნა რევაზ შენგელიამ.

0.115158