ფეხბურთი

16:40 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი: “ფეხბურთელების ფასები მეტისმეტად მაღალია”

მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ახალწვეულმა არტურო ვიდალმა მშობლიურ მედიას განუცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეები ზედმეტად ძვირად ფასობენ და ანაზღაურებაც არ უნდა ჰქონდეთ ასეთი დიდი.

“რიცხვები ძალიან მაღალია. ჩემი აზრით, ფეხბურთელები უფრო დაბალ ფასად უნდა იყიდებოდნენ, ხოლო ხელფასს კი ძალიან ბევრს მხოლოდ ისინი უნდა იღებდნენ, რომლებიც საუკეთესოები არიან”, - უთხრა 40 მილიონ ევროდ გასხვისებულმა ნახევარმცველმა რადიო ADN-ს.

ვიდალი “ბაიერნს” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის “იუვენტუსიდან” შეუერთდა.

0.118374