ფეხბურთი

15:46 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” დე ბრუინის ტრანსფერი ჩაეშალა

ბელგიის ნაკრების ლიდერი კევინ დე ბრუინი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გერმანულ “ვოლფსბურგში” დარჩება. ამის შესახებ “სქაი სპორტი” წერს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “მგლების” სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა ახალგაზრდა შემტევის “მანჩესტერ სიტიში” გაშვებაზე უარი თქვა. როგორც ცნობილია, ინგლისელები დე ბრუინის სანაცვლოდ 74 მილიონ ევროს იღებდნენ, თუმცა “ვოლფსბურგში” ბელგიელი ამ თანხის სანაცვლოდაც არ ეთმობათ.

24 წლის დე ბრუინი “ვოლფსბურგში” 2013 წელს ჩაირიცხა და გუნდის ლიდერად უმალვე იქცა. მანამდე კი კევინი ლონდონის “ჩელსიში” ვერ დამკვიდრდა.

0.117307