ტურინის “იუვენტუსისა” და ესპანეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე სამშობლოში დაბრუნდა. 30 წლის ბასკი ფეხბურთელი მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში “სევილიას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ტურინული გუნდის ვებგვერდი იუწყება.
ლორენტე “დალაქებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ფერნანდო ლორენტე “ბებერ ქალბატონში” 2013 ზამთარში ჩაირიცხა, თუმცა კლუბში თამაშს იმავე წლის ზაფხულიდან შეუდგა. ჯამში მან იტალიაში ჩატარებულ 91 მატჩში 27 გოლი გაიტანა.