როგორც Northern echo იუწყება, “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი დაინტერესებულია “ნაპოლის” ფეხბურთელ ჯონათან დე გუზმანითა და “რენის” ფორვარდ ოლა ტოივონენით.
ჯონათან დე გუზმანს ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი 2012-14 წლებში “სუონსის” შემადგენლობაში რეგულარულად გამოდიოდა.
რაც შეეხება ოლა ტოივონენს, შვედეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პსვ-სთვის წლების მანძილზე თამაშობდა და ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დიკ ადვოკაატმა კარგად იცის მისი შესაძლებლობები.