როგორც Sun იტყობინება, ტურინის “იუვენტუსს” ალექს სონგის შეძენა სურს. კამერუნელი ფეხბურთელი “ბარსელონას” საკუთრებაა, გასული სეზონი კი განათხოვრებით “ვესტ ჰემში” გაატარა.
ლონდონელებს სურთ სონგმა კვლავ “ვესტ ჰემისთვის” ითამაშოს, თუმცა 27 წლის ფეხბურთელისთვის სერია A-ს ჩემპიონიც იბრძოლებს.
სონგმა კარიერის საუკეთესო პერიოდი ლონდონის “არსენალში” გაატარა. 2011-12 წლების სეზონის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა, თუმცა კატალონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა.