ფეხბურთი

21:14 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

თასზე მერვედფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და გაირკვა იმ გუნდთა ვინაობა, რომლებიც თასისთვის ბრძოლას მერვედფინალში გააგრძელებენ.

ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს უმაღლესი ლიგის ბინადრებმა “სამტრედიამ”, საჩხერის “ჩიხურამ”, ფოთის “კოლხეთმა”, ქუთაისის “ტორპედომ” და ლანჩხუთის “გურიამ”. ბოლნისის “სიონმა” კი ორრაუნდიან ორთაბრძოლაში “რუსთავს” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით აჯობა. 1/8 ფინალში ვერ ვიხილავთ “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს”, რომლებიც შესაბამისად, “ვიტ ჯორჯიასთან” და “ლიახვთან” დამარცხდნენ.

მერვედფინალიდან ჩაერთვებიან თასის გათამაშებაში უმაღლესი ლიგის გასული სეზონის ოთხი საუკეთესო გუნდი, გორის “დილა”, ბათუმის “დინამო”, თბილისის “დინამო” და “ცხინვალი”.

ყველა მატჩის შედეგი შემდეგნაირია:

“ვიტ ჯორჯია” – “საბურთალო” 1:1 (ორი მატჩის ჯამში – 3:1)

“მეშახტე” – “კოლხეთი” (ფოთი) 0:2 (0:4)

“იმერეთი” – “ზუგდიდი” 0:0 (1:2)

“ლოკომოტივი” – “ლიახვი” 0:2 (0:3)

“ჭიათურა” – “მერანი” 1:1 (2:1)

“ტორპედო” – “ჩხირიმელა” 4:0 (6:1)

“მაჭახელა” – “სამტრედია” 0:3 (0:5)

“რუსთავი” – “სიონი” 1:1 (1:1)

“სამეგრელო” – “გურია” 1:1 (1:8)

“საპოვნელა” – “კოლხეთი” (ხობი) 6:1 (8:2)

“შუქურა” – “ბეთლემი” 4:3 (6:4)

“მერცხალი” – “ჩიხურა” 0:4 (0:5)

0.115571