ფეხბურთი

17:46 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კურზავას პარიზში ელიან

საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” “მონაკოს” მარცხენა მცველ ლაივინ კურზავას გაიფორმებს. ამის შესახებ გამოცემა le parisien-ი გვამცნობს. ფეხბურთელის სანაცვლოდ პარიზელები 25 მილიონ ევროს გაიღებენ, ხოლო თვითონ კურზავა გუნდთან 4 ან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს საათებში ელიან.

23 წლის ლაივინ კურზავა “მონაკოს” ძირითად გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრბეის მაისური კი ახალგაზრდა ფეხბურთელს აქამდე 2-ჯერ მოურგია.

0.114444